მთავარი » ინფორმაციები

ფლეშის შემდეგი სერია დაიდება 22 დეკემბერს.

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 904 | დაამატა: master20 | თარიღი: 2014-12-18 | კომენტარი (0)

Warner Brothers-მა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ახალი პრომო-ვიდეო და ფოტოები ფილმიდან “ამერიკელი სნაიპერი”, რომელიც კლინტ ისტვუდის ახალი სამხედრო დრამაა. სურათში მთავარ როლს ბრედლი კუპერი ასრულებს. ის ამერიკის საზღვაო დანაყოფის სნაიპერს, ქრის კაილს განასახიერებს, რომელიც ერაყში იბრძვის და მალევე იხვეჭს საუკეთესო სნაიპერის სახელს ამერიკის სამხედრო ისტორიაში. სწორედ ამის გამო, ქრისი მტრების მთავარი სამიზნეა…

მეტის სანახავად დააჭირეთ სათაურს.

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 435 | დაამატა: master20 | თარიღი: 2014-12-17 | კომენტარი (0)

ჯეკ ოკონელი უკვე ბევრ კინოფესტივალზე აღიარეს წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებლად, რისი მიზეზიც დიდწილად ანჯელინა ჯოლის რეჟისორობით გადაღებული “გაუტეხელი” გახდა. ამჯერად მსახიობი ახალი ფილმით აპირებს თავის მოწონებას. “’71” – ასე ერქმევა სურათს, რომლის პირველი პოსტერიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.

ნამუშევრის რეჟისორი იან დემანჟია. სიუჟეტი 1971 წელს ვითარდება და მოგვითხრობს ბრიტანელ ჯარისკაცზე (ჯეკ ოკონელი), რომელსაც თავისი რაზმი მარტოს ტოვებს. მისი თავგადასავალი ემოციებით, სიმამაცითა და შიშით სავსეა. ფილმში, ოკონელის გარდა, მონაწილეობენ სემ რეიდი და შონ ჰარისი.

“’71”-ის პრემიერა 2015 წლის 27 თებერვალსაა დაგეგმილი.

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 409 | დაამატა: master20 | თარიღი: 2014-12-17 | კომენტარი (0)

“ჰარი პოტერის” თითქმის ყველა გულშემატკივარს ჰყავს საყვარელი პერსონაჟი, რომელიც მოუკლეს. ჩემთვის ეს პერსონაჟი სევერუს სნეიპია. დღემდე ვერ მომინელებია ის ფაქტი, რომ მწერალმა ეს საკვანძო პერსონაჟი ასე გაიმეტა. არანაკლებ მოუშუშებელი ტკივილია სირიუსისა და დამბლდორის სიკვდილი. მათ არ ჩამორჩებათ უიზლების ტყუპიც, რომელმაც გარდაცვალებისას თითოეულ ჩვენგანს და, ზოგადად, ჯადოსნურ სამყაროს თავისი წილი ხალისი, მხიარულება, ბედნიერება მოაკლო. ალბათ, ყველანი ვარაუდობთ, რომ ჯოან როულინგი, წესითა და რიგით, ამ რომელიმე პერსონაჟის სიკვდილს უნდა ნანობდეს. ნურას უკაცრავად! მწერალი თვლის, რომ ყველა გადაწყვეტილება მართებულია, გარდა ერთისა – მას დღემდე ვერ მოუნელებია ფლორეან ფორტესკის “მოკვლა”!

 მეტის სანახავად დააჭირეთ სათაურს.

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 724 | დაამატა: master20 | თარიღი: 2014-12-17 | კომენტარი (0)

მეტის სანახავად დააჭირეთ სათაურს.

გთავაზობთ 2014 წლის განმავლობაში Youtube-ის არხზე გამოქვეყნებულ 10 საუკეთესო ვიდეოს.

1

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 392 | დაამატა: master20 | თარიღი: 2014-12-17 | კომენტარი (0)

გამოქვეყნდა პირველი პრომო-ვიდეო ფილმისა “აყვანილი 3″, რომელშიც ლაიამ ნისონი ისევ და ისევ თავის მრავალმხრივ ნიჭს გვიჩვენებს. მას აქვს უნარი, ყველა მოვლენა სანახაობად აქციოს. ამჯერად, საკმაოდ განსხვავებულ და ორიგინალურ ტრეილერში, რომელსაც პირობითად “შობის თორმეტი დღე” ჰქვია, მსახიობი თავისი თორმეტნაირი ძალის გამოვლინებას გვიჩვენებს. ეს მძაფრსიუჟეტიანი დრამაა, რომელშიც ნისონის პერსონაჟი თავისი ქალიშვილის, კიმის (მეგი გრეისი) დაცვას ცდილობს. ფილმში, ასევე, მონაწილეობენ: ფორესტ უაიტეიკერი, დოგრეი სკოტი, სემ სპრუელი და ლელანდ ორსერი.

“აყვანილი 3″ კინოეკრანებზე 8 იანვარს გამოდის.

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 408 | დაამატა: master20 | თარიღი: 2014-12-17 | კომენტარი (0)

ჰაკერებმა, რომლებმაც კომპანია Sony-ის სისტემაში შეაღწიეს და ყოველდღიურად აქვეყნებენ სხვადასხვა ანონიმურ ინფორმაციას, ამჯერად “ინტერვიუს” პრემიერაზე მიწვეული სტუმრები შეაშინეს. პრემიერამდე ფილმისა, რომელშიც სეთ როგენი და ჯეიმს ფრანკო მონაწილეობენ, ჰაკერებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კინოთეატრზე ტერორისტული თავდასხმა იგეგმება. სეანსი უკვე მოხსნილია, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

გარდა ამისა, სისტემაზე თავდამსხმელებმა, მათივე თქმით, ე.წ. “საშობაო საჩუქარიც” გამოაქვეყნეს, რომელიც მაიკლ ლიტონს, Sony-ის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჰაკერებმა უკვე გამოაქვეყნეს ინფორმაცია კომპანიის მიერ გამოშვებული ფილმების ბიუჯეტის, გაცემული ხელფასების, თანამშრომელთა პირადი მონაცემებისა და სხვა კონფიდენციალური ფაქტების შესახებ.

ვარაუდობენ, რომ სისტემაზე თავდასხმა ჩრდილოეთ კორეამ მოაწყო, გამომდინარე “ინტერვიუს” შინაარსიდან. ქვეყნის წარმომადგენლებმა ბრალდება უარყვეს, თუმცა ჰაკერების მიმართ ქება-დიდება არ დაიშურეს.

საქმეს ფედერალური ბიურო იძიებს.

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 405 | დაამატა: master20 | თარიღი: 2014-12-17 | კომენტარი (0)

იუჯინ ლევი ნიჭიერი კომიკური მსახიობია, რომელმაც აღიარება ასევე მოიპოვა, როგორც სცენარისტმა და რეჟისორმა. გარდა ამისა, იგი არის მწერალი და მუსიკოსი. იუჯინი ერთადერთი მსახიობია, რომელიც „ამერიკული ნამცხვარის“ ყველა ნაწილში მონაწილეობს. წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ფილმს მისი მონაწილეობით:

1. ამერიკული ნამცხვარი

american_pie_1409

მეტის სანახავად დააჭირეთ სათაურს.

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 512 | დაამატა: master20 | თარიღი: 2014-12-17 | კომენტარი (0)

 

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 387 | დაამატა: master20 | თარიღი: 2014-12-17 | კომენტარი (0)

ცოტა ხნის წინ საუბრობდნენ, რომ რობერტ პატინსონი დიდ ბრიტანეთში აპირებდა დაბრუნებას, თუმცა, ჭორები მართალი არ აღმოჩნდა და ეს მსახიობის გადაწყვეტილებამაც დაადასტურა. როგორც ცნობილი გახდა, ის ნიუ-იორკში, კერძოდ კი ბრუკლინში, ახალი სახლის ყიდვას გეგმავს.

28 წლის ბრიტანელი ვარსკვლავი, რომელიც ბოლო პერიოდია, ახალ შეყვარებულთან ერთად იწონებს თავს, ეძებს სახლს, რომელსაც ოთხი საწოლი ოთახი, სამი სააბაზანო, აგურებით გაფორმებული ინტერიერი, კლასიკური სტილის ბუხარი, თანამედროვე სამზარეული, დიდი გარაჟი და ეზო ექნება. როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, რობერტს ხალხმრავალ ადგილას ყოფნა არ უნდა, მაგრამ არც ის სურს, ქალაქის აქტიურ სტილს მთლიანად გამოეთიშოს.

შეგახსენებთ, რომ პატინსონმა სულ ცოტა ხნის წინ შეიძინა ახალი სახლი ლოს-ანჯელესში. ნიუ-იორკში გადასახლებას კი უახლოეს მომავალში გეგმავს.

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 381 | დაამატა: master20 | თარიღი: 2014-12-17 | კომენტარი (0)

1 2 »