3:26 PM რობერტ პატინსონი ბრუკლინში გადასახლებას აპირებს | |
ცოტა ხნის წინ საუბრობდნენ, რომ რობერტ პატინსონი დიდ ბრიტანეთში აპირებდა დაბრუნებას, თუმცა, ჭორები მართალი არ აღმოჩნდა და ეს მსახიობის გადაწყვეტილებამაც დაადასტურა. როგორც ცნობილი გახდა, ის ნიუ-იორკში, კერძოდ კი ბრუკლინში, ახალი სახლის ყიდვას გეგმავს. 28 წლის ბრიტანელი ვარსკვლავი, რომელიც ბოლო პერიოდია, ახალ შეყვარებულთან ერთად იწონებს თავს, ეძებს სახლს, რომელსაც ოთხი საწოლი ოთახი, სამი სააბაზანო, აგურებით გაფორმებული ინტერიერი, კლასიკური სტილის ბუხარი, თანამედროვე სამზარეული, დიდი გარაჟი და ეზო ექნება. როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, რობერტს ხალხმრავალ ადგილას ყოფნა არ უნდა, მაგრამ არც ის სურს, ქალაქის აქტიურ სტილს მთლიანად გამოეთიშოს. შეგახსენებთ, რომ პატინსონმა სულ ცოტა ხნის წინ შეიძინა ახალი სახლი ლოს-ანჯელესში. ნიუ-იორკში გადასახლებას კი უახლოეს მომავალში გეგმავს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |